სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა

სამართლის სკოლა ახორციელებს სამართლის საბაკალავრო, კერძო (ბიზნე) სამართლის სამაგისტრო, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამებს.


სამართლის საბაკალავრო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 ECTS კრედიტი

  • 8 სემესტრი
  • 12 კრედიტი – საბაზისო სავალდებულო (საუნივერსიტეტო მოდული)
  • 24 კრედიტი – ინგლისური სავალდებულო
  • 186 კრედიტი – სამართლის სპეციალობის (დარგობრივი) კურსები
  • 18 კრედიტი – თავისუფალი კომპონენტი

პროგრამის მიზნები:

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

მოამზადოს კონკურეტუნარიანი სპეციალისტი სამართლის დარგში, რომელსაც/რომელიც:

ა) ექნება ფართო ცოდნა სამართლის არსის, ძირითადი პრინციპების, ეროვნული სისტემის თავისებურებების, ხოლო საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის ძირითადი საკითხების სპეციფიკის შესახებ;
ბ) შეძლებს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირება ს, მათ შეფასებას და პრობლემის გადაწყეტისთვის საჭირო იურიდიული მოქმედების განსაზღვრას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
გ) შეძლებს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან შესაბამისი ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
გ) შეძლებს მოქმედებას იურისტის პროფესიული ქცევის წესებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემის გზით.

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე ელფოსტა: davit.maisuradze@iliauni.edu.ge
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ერემაძე ელფოსტა: ketevan.eremadze@iliauni.edu.ge
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზაზა მეიშვილი ელფოსტა: zaza.meishvili@iliauni.edu.ge


კერძო (ბიზნეს) სამართალის სამაგისტრო პროგრამის დასახელება:

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (Master of Private Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი კერძო (ბიზნეს) სამართლის სფეროში, რომელსაც:

ა)ექნება სიღრმისეული ცოდნა კერძო (ბიზნეს) სამართლის თანამედროვე ტენდენციების, გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ;
ბ) შეძლებს კერძო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების (მათ შორის ორიგინალური კვლევის საფუძველზე) დამოუკიდებლად განსაზღვრას და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავებას; დ) შეძლებს, პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში მონაწილეობას;
ე) შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;
ე) იმოქმედებს ავტონომიურად, ეთიკის ნორმების დაცვით.

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დავით მაისურაძე ელფოსტა: davit.maisuradze@iliauni.edu.ge


საჯარო სამართალისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა:

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო სამართლის მაგისტრი (Master of Public Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს საჯარო სამართლის მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი და ექპსერტი, რომელსაც ექნება სისტემური ცოდნა საჯარო სამართლისა და პოტილიტიკის ურთიერთმიმართების სხვადასხვა ასპექტის შესახებ, შეძლებს საჯარო სამართალსა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტუალური პრობლემების კომპლექსურ შესწავლას და შეძენილ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარების, რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებთან მიმართებით.

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან ერემაძე ელფოსტა: ketevan.eremadze@iliauni.edu.ge


სისხლის სამართალის სამაგისტრო პროგრამა:

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის მაგისტრი (Master of Criminal Law)

პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი

პროგრამის მიზანი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება სისხლის სამართლის (მათ შორის სასამართლო პრაქტიკის, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის ინსტიტუტების შესახებ) სისტემური ცოდნა და ასევე პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და რომელიც შეძლებს სისხლის სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, შესწავლა- გაანალიზებას და მათ გადაწყვეტას, რაც მას გამოადგება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში როგორც საჯარო (სასამართლო, პროკურატურა, გამოძიების ორგანოები), ისე კერძო (ადვოკატურა) სექტორში.

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზაზა მეიშვილი ელფოსტა: zaza.meishvili@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები