RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus + ახალი ინსტიტუციური განვითარების პროექტი- RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations ხორციელდება.
პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 3 წელს შეადგენს, მიზნად ისახავს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას;
- მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებულ მიდგომათა გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვ.
პროექტში ჩართულია 15 კერძო და საჯარო ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიის, საბერძნეთის, უკრაინისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები. პროექტის მხარდამჭერნი არიან საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
პროექტის კოორდინატორი: კარლსოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტი