ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)
პროექტის, ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) მთავარი მიზანია ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
პროექტის ფარგლებში მონაწილე ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ სტრატეგიულ გეგმას ხარისხიანი ციფრული განათლების უზრუნველსაყოფად, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სწავლა/სწავლების კომპონენტის დიჯიტალიზაცია ტრენინგების, ვორქშოფების, სასწავლო ტურების, მეთოდოლოგიების, შესაბამისი სასწავლო მოდულებისა და სასწავლო მასალების შემუშავების საშუალებით, ასევე მარეგულირებელი ჩარჩოს, საკანონმდებლო და ხარისხის უზრუნველყოფის პაკეტის განახლება, რასაც უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE).
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ
პროექტის კოორდინატორი: EFMD Global