„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE)
პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე შემუშავდება მესამე მისიის სტრატეგია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მოახდენენ აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება.
პროექტის კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი