ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში/PROVE
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპისა და ამიერკავკასიის უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში/PROVE“.
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამშვიდობო განათლების კურსების შემუშავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ღირებულებით განათლებაზე. პროექტის სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს სკოლებსა და სასკოლო თემებთან.
პროექტის კონსორციუმის წევრები: ამიერკავკასიის 7 უნივერსიტეტი, ავსტრიის 1 უნივერსიტეტი, საბერძნეთის 1 უნივერსიტეტი და ასოციაცია AVaKE
პროექტის კოორდინატორი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი