ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

PRESS

Promoting Relevant Education in Science for Sustainability (PRESS)

პროექტის მიზანია ინოვაციური მიდგომების დანერგვა საბუნებისმეტყველო განათლებაში. მის ფარგლებში მომზადდება საუნივერსიტეტო კურსები და დამხმარე მასალა მომავალი მასწავლებლებისთვის – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის.

პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს „ხარისხიანი განათლება“, მის დანერგვას საკლასო სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, თანაკოორდინატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის პარტნიორები:

  • ჰელსინკის უნივერსიტეტი, ფინეთი
  •  კლაგენფურტის უნივერსიტეტი, ავსტრია
  •  ბათუმის უნივერსიტეტი, საქართველო
  •  დევიდ იელინის განათლების აკადემიური კოლეჯი, ისრაელი
  •  არაბული განათლების აკადემიური კოლეჯი, ისრაელი
  •  სულთან აგენგ ტირტაიაზის უნივერსიტეტი, ინდონეზია
  •  ნეგერი მალანგის უნივერსიტეტი, ინდონეზია

პროექტის კოორდინატორი: ბრემენის უნივერსიტეტი

ბანერები