ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

COST პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა პროექტს COST Action (CA24167) – Disruptive Innovation and Exponential HRM: Crafting Next-Gen Employee Experience, Workplace, Job Market (HUMAN-IT)

ახალი ამბები

HUMAN-IT-ის პროექტი ეხება ადამიანური კაპიტალის მმართველობის ფორმირების  ტრანსფორმაციას მზარდი ტექნოლოგიური პროგრესისა და საზოგადოებრივი სირთულეების გათვალისწინებით. ვინაიდან ციფრული ინოვაციები, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი, განაგრძობს სამუშაო ადგილის, თანამშრომელთა გამოცდილებისა და გლობალური შრომის ბაზრის ხელახლა განსაზღვრას, HUMAN-IT-ის მიზანია მომავალი თაობისთვის შექმნას ინტერდისციპლინური, გამოწვევებზე ორიენტირებული ადამიანური რესურსების მართვის (HRM) ჩარჩო.

პროექტი ითვალისწინებს სამ ძირითად თემატურ სამუშაო ჯგუფს (WGs). მესამე ჯგუფში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩართულია  დავით მამრიკიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და ახალი სამუშაო ფორმების გავლენის შეფასება შრომით ბაზარზე, სოციალური დაცვისა და საგადასახადო/საპენსიო სისტემების ტრანსფორმაციის ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის (Evidence-Based Policy) შემუშავება, რეკომენდაციების მომზადება ევროკავშირის პროექტების, SDG 8-ისა  (Decent Work and Economic Growth)  და SDG 9-ის  (Industry, Innovation and Infrastructure) მიზნებთან თანხვედრით. დავით მამრიკიშვილი მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: AI-ზე დაფუძნებული  ცვლილებების ფისკალური გავლენა, საშემოსავლო გადასახადები, სოციალური შენატანები, საპენსიო მდგრადობა; საქართველოსა და EU/OECD ქვეყნების შედარებითი პოლიტიკის ანალიზი; მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შეფასება (Power BI dashboards, ინდიკატორები, მოდელირება); საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებსა და პროექტით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.cost.eu/actions/CA24167/#tabs+Name:Description

2025

ბანერები