ChangePHC Georgia – "Embedding System Change for People with Long-Term Conditions: Learning from Primary Health Care Reform in Georgia"
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი ChangePHC Georgia – "Embedding System Change for People with Long-Term Conditions: Learning from Primary Health Care Reform in Georgia", რომლის მიზანია ისეთი კვლევითი შესაძლებლობის გაძლიერება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის (PHC) სისტემის მოდერნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების მზარდი გავრცელების პრობლემის გადაჭრას. პროექტის მიმართულებაა პრაქტიკული მონაცემების შექმნა პოლიტიკის ავტორებისთვის, პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და გლობალური ჯანდაცვის პარტნიორებისათვის.
ChangePHC იყენებს შერეულ მეთოდს, მიდგომას, რომელიც გულისხმობს დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას, რათა შეფასდეს, როგორ აისახება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა პაციენტებზე, დაწესებულებების მენეჯერებსა და სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე საქართველოში. გამოკითხვების, ინტერვიუებისა და ეროვნული მონაცემების ანალიზის საშუალებით პროექტი იკვლევს პირველად ჯანდაცვაში ხელმისაწვდომობის, სამართლიანობისა და ფინანსური დაცვის საკითხებს.
პროექტის მიზანია გაარკვიოს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარეობა და შედეგები სხვადასხვა რეგიონისა თუ ჯანდაცვის სისტემის დონეზე, ასევე ნებისმიერი ცვლილების მდგრადობის ალბათობა და მნიშვნელოვნად გააძლიეროს ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის (HPSR) შესაძლებლობები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევისთვის არჩეულ სამ ძირითად არაგადამდებ დაავადებას (NCDs).
პროექტის კოორდინატორია Curatio International Foundation.
2026