23 და 26 მარტს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან. 23 მარტს სტუდენტები შეხვდებიან კომპანია ”ალდაგის” წარმომადგენლებს, ხოლო 26 მარტს - კომპანია ”ჯი-პი-აის” წარმომადგენლებს. შეხვედრის ფ
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში, 16-დან 22 მარ
19 მარტს, 17:00-დან 00:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო კაფე , ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გამართავს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ყავისა და ჩაის თანხლებით მოუსმინოთ ილიაუნის მკვლევრების პოპულარულ-სამეცნიერო მოხსენებებს. სამეცნიე
19 მარტს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, სპექტაკლი „ჭირვეულის მორჯულება“ გათამაშდება. უილიამ შექსპირის პიესა „ჭირვეულის მორჯულება" რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები 2 მოქმედებაში გაითამაშებენ მ
19 მარტს, 23:00-დან 01:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. კონცერტზე
19 მარტს, 19:00-დან 00:30 საათამდე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, ჩატარდება ღამის ლექციები. ილიაუნის ლექტორები ერთ რომელიმე შერჩეულ წიგნზე ისაუბრებენ 25-30 წუთის განმავლობაში. ღამის ლექციები „ლიგამუსში“ - პროგრამა 19:00
19 მარტს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ ფარგლებში, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები გამოცხადდება. ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს უკვე ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოში რომანის განვითარების
გვიანი ღამე ილიაუნიში - ღონისძიება ამ სახელწოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მარტს ჩატარდება და ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან შემეცნებითსა თუ გასართობ აქტივობას გააერთიანებს. ღონისძიების გარკვეული აქტივობები დაიწყება 17:00 საათიდან და უნივერსიტეტი სტუმრებისთვის ღია იქნება 02:00 საათამდე. გელოდებით სტუდენტებს
23 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია - GameLab Iliauni გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები გაეცნობიან კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვა
18 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი მაისურაძე გაგაცნობთ ორი ახალი უპრეცედენტო, 6-კრედიტიანი კურსის სპეციფიკას, ზუსტ განრიგსა და კრედიტების მოპოვების წესს.კურსებს სახელწოდებით - „კულტურის კვლევების სათავეები“ და „თემი, ძალადობა, სხეული – XX სა
24 და 25 მარტს, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ტრენინგს ატარებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ნოვაკრედიტი”. ტრენინგის გავლა შეუძლია მხოლოდ საბაკალავრო საფეხურის მესამე-მეოთხე კურსელებს საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით. ს
16 მარტს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამკითხველო დარბაზი - ილიას დარბაზი გაიხსნება. ილიას დარბაზი ერთდროულად 80-მდე მკითხველს მოემსახურება. ეს მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს მკითხველს, ისარგებლოს: ბიბლიოთეკარის მომსახურებით; სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინჟინერიის, მედ