ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გვიანი ღამე ილიაუნიში

ღონისძიებები

გვიანი ღამე ილიაუნიში - ღონისძიება ამ სახელწოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მარტს ჩატარდება და ბევრ საინტერესო და მრავალფეროვან შემეცნებითსა თუ გასართობ აქტივობას გააერთიანებს.

ღონისძიების გარკვეული აქტივობები დაიწყება 17:00 საათიდან და უნივერსიტეტი სტუმრებისთვის ღია იქნება 02:00 საათამდე.

გელოდებით სტუდენტებს, ლექტორებს, აბიტურიენტებს - ყველას, ვისაც გიყვართ ილიაუნი ან გსურთ უკეთ გაიცნოთ ის.

გვიანი ღამე ილიაუნიში - პროგრამა

დაწყების დრო: 18:30 საათი
დასრულების დრო: 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

  • ღამის ლექციები წიგნის სახლში „ლიგამუსი“

დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: ილიაუნის ლექტორები ერთ კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ წიგნზე ისაუბრებენ 25-30 წუთის განმავლობაში.
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“
დეტალური ინფორმაცია იხილეთ იხილეთ აქ.

  • GameFest@Iliauni

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:30 საათი
აღწერა:

  • გაიმართება კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატების ციკლის - Venatus Cup@ილიაუნი - გახსნა, გეიმშოუები;
  • შედგება ქოსფლეიშოუ - კომპიუტერული თამაშების გმირების განსახიერება სტუდენტების მიერ;
  • მოეწყობა ბორდგეიმების თამაში/გამოფენა;
  • მოეწყობა ინტერაქტიული არქიტექტურული ვიარის (ვირტუალური რეალობა) კონკურსი და გამოფენა 

ღონისძიება აერთიანებს სანახაობრივ, სადღესასწაულო და საგამოფენო აქტივობებს, რომლებიც თამაშების, როგორც ბიზნესინდუსტრიის, განვითარებას ემსახურება. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება შესვენება ყავისა და ჩაის თანხლებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

დაწყების დრო: 23:00 საათი
დასრულების დრო: 01:30 საათი
აღწერა: მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება ილიუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, ილიაუნის გოსპელ-გუნდი, ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია და ანსამბლი „კონსილია“ „თავისუფალი იმპროვიზაცია“ .
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202 აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

  • გამოფენა

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: გამოიფინება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგების და კურსდამთავრებულების ნამუშევრები (კერამიკა, ფერწერა, გრაფიკა, გობელენი, თექა, ბატიკა, ხე, მინანქარი, მინა)
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 207-ე აუდიტორია და მიმდებარე დერეფანი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

  • სამეცნიერო კაფე

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: სამეცნიერო კაფე მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლებს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ჩაისა და ყავის თანხლებით, მოუსმინოთ აღიარებული მეცნიერების პოპულარულ-სამეცნიერო მოხსენებებს აქტუალურ თემებზე.
ადგილმდებარეობა : ილიაუნის A კორპუსი, 404-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

  • სპექტაკლი „ჭირვეულის მორჯულება“

დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა:უილიამ შექსპირის პიესა „ჭირვეულის მორჯულება" რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები 2 მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ "ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს", რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილიამ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.
შენიშვნა: სპექტაკლზე დასწრებას მსურველები შეძლებენ უფასოდ. სპექტაკლზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. დავუკავშირდებით იმ 120 რეგისტრირებულ მსურველს, რომლებიც პირველები შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (შიდა ეზო)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
სარეგისტრაციო ფორმა

  • 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით, გაიმართება ორი პროცესი - სისხლის სამართლის მიმართულებით (განხილული იქნება საქმე სისხლის სამართლის ნორმებით) და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 102-ე აუდიტორია

  • იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენება

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, ნაჩვენები იქნება სამი ფილმი: „მკლელობის ანატომია“, „წარმოუდგენელი“ და „უდანაშაულების პრეზუმპცია“
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 101-ე აუდიტორია

  • თამაში დანაშაულის გამოძიება

დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება კოსტიუმირებული თამაში დანაშაულის გამოძიების თემატიკაზე - მთელი A კორპუსის ტერიტორიაზე გაფანტული გარკვეული მინიშნებები თამაშის/გამოძიების მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გახსნან დანაშაული.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 307-ე აუდიტორია 

  • უნიკინო - ფილმების ჩვენება

დაწყების დრო:19:00
აღწერა: ნაჩვენები იქნება სამი ფილმი:

  • კენ ლოუჩის "კესი"
  • კიმბერლი პირსის "ბიჭები არ ტირიან"
  • ბარი ლევინსონის "დაიჭირე ძაღლი"

თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა მისი განხილვა.
მოდერატორი: თეო ხატიაშვილი, ასოცირებული პროფესორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 101-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

  • არქიტექტურული მაკეტების გამოფენა

დაწყების დრო: 17:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: შედგება ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტების არქიტექტურული მაკეტების გამოფენა.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 204-ე აუდიტორია

  • ინტელექტუალური თამაში - ვიქტორინა ბიზნესის თემაზე

დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ჩატარდება ვიქტორინა ბიზნესის თემაზე. ვიქტორინის მონაწილე წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია

  • ბიზნესიდეა ერთ ღამეში

დაწყების დრო: 21:00 საათი
დასრულების დრო: 23:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ჩატარდება კონკურსი - „ბიზნესიდეა ერთ ღამეში“. პროექტის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია 

  • ტურისტული კლიპების ჩვენება

დაწყების დრო: 23:00 საათი
დასრულების დრო: 00:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის მოეწყობა ტურისტული კლიპების ჩვენება.
ადგილდმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 408-ე აუდიტორია

  • არქეოლოგიური არტეფაქტების/ ნიმუშების გამოფენა

დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: მოეწყობა ილიაუნის მკვლევრების არქეოლოგიური არტეფაქტების/ნიმუშების გამოფენა
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 306-ე აუდიტორია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

  • წიგნის კითხვის კლუბი

დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 103-ე აუდიტორია 

  • ცხოველების გენების წაკითხვა 

დაწყების დრო: 20:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, 406-ე აუდიტორია  

  • ტელესკოპით დაკვირვება ციურ ობიექტებზე

დაწყების დრო: 18:00 საათი
აღწერა: სტუმრები A კორპუსის IV სართულიდან ტელესკოპით დააკვირდებიან ციურ ობიექტებს.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსი, IV სართული

  • პროფესიონალური ფოტოგადაღება და ფოტოგამოფენა

დაწყების დრო: 18:00 საათი
დასრულების დრო: 22:00 საათი
აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის სტუდენტები მსურველებს გადაუღებენ სამახსოვრო ფოტოებს, რომლებიც განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ facebook-გვერდზე. გარდა ამისა, მოეწყობა მათი ფოტონამუშევრების გამოფენა.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202-ე აუდიტორიის მიმდებარე დერეფანი

გვიანი ღამე უნივერსიტეტში ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები