ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ორი საბაკალავრო სპეცკურსი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის შემოთავაზებით

ღონისძიებები

18 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი მაისურაძე გაგაცნობთ ორი ახალი უპრეცედენტო, 6-კრედიტიანი კურსის სპეციფიკას, ზუსტ განრიგსა და კრედიტების მოპოვების წესს.

კურსებს სახელწოდებით - „კულტურის კვლევების სათავეები“ და „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გაზაფხულის სემესტრში შესთავაზებს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერების, ლიტერატურისმცოდნეობისა და Liberal Arts-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს.

ორივე კურსის ხელმძღვანელი იქნება პროფ. გიორგი მაისურაძე, ხოლო თითოეული მათგანი მეტწილად დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის (ბერლინი, ლუქსემბურგი, პრაღა, ბოხუმი) ლექტორების ინტენსიური ლექცია-სემინარებით.

  • კურსი „კულტურის კვლევების სათავეები“ სტუდენტებს გააცნობს იმ გერმანულენოვან ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ტრადიციას, რომლის წიაღშიც XVIII საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის შუახანებამდე ჩამოყალიბდა კულტურის მეცნიერებები და ზოგადად „კულტურა“, როგორც ცალკე საკვლევი საგანი.
  • კურსი „თემი, ძალადობა, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ განიხილავს XX საუკუნის უმთავრეს პოლიტიკურ თეორიებს, ძირითადად, ევროპული ტრადიციიდან.

უცხოენოვანი ლექციები ჩატარდება თანმიმდევრული ქართული თარგმანით.
ვინაიდან კურსებს არ ექნება სტაბილური ყოველკვირეული ხასიათი, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ კურსების პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციის დრო: 18 მარტი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია

ბანერები