ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი "ჭირვეულის მორჯულება"

ღონისძიებები

19 მარტს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“  - ფარგლებში, სპექტაკლი „ჭირვეულის მორჯულება“ გათამაშდება.

უილიამ შექსპირის პიესა „ჭირვეულის მორჯულება" რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ილიაუნის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები 2 მოქმედებაში გაითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ "ოჯახური თანაცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს", რომელიც საუკუნეების წინ მათი ხნის უილიამ შექსპირმა ხუთტერფიან იამბებად გალექსა.

სპექტაკლზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. ადგილების რაოდენობაა: 120. დასწრებას შეძლებენ ის სტუმრები, რომლებიც სარეგისტრაციო ფორმას სხვებზე ადრე შეავსებენ. სპექტაკლზე დასწრება უფასოა.

დრო: 19 მარტი, 20:00-22:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (შიდა ეზო)

დასწრება ხდება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაცია დასრულებულია!

„გვიანი ღამე ილიაუნიში“ ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები