ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

ღონისძიებები

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში, 16-დან 22 მარტის ჩათვლით, დაგეგმილია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის ორგანიზატორია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალთა კავშირი “ჩვენი ბავშვები”.

✔ 16-20 მარტი, 15:00-18:00 საათი: ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (ჭავჭავაძის გამზ. №32, შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან).

  • 18 მარტი, 15:00-18:00 საათი: ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით სასტუმროში Rooms (კოსტავას ქ. №14);
  • 20 მარტი, 17:00-19:00 საათი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში მოსულ სტუმრებს ფოტოებს გადაუღებს ფოტოგრაფი ანა გოგუაძე.

✔ 18 მარტი, 17:00 საათი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დისკუსია თემაზე - “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”;
 
✔19 მარტი: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში (ვაჟა-ფშაველას გამზ. № 76 ბ) დისკუსია დაუნის სინდრომის შესახებ;

✔ 21 მარტი, 16:00 საათი: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის მხარდამჭერი მსვლელობა თბილისში (ასევე - საქართველოს სხვა ქალაქებში), ვაკის პარკიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე;

✔ 21 მარტი, 18:00 საათი: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში;
 
✔22 მარტი: დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატებისა და ფოტოების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები