ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

GameLab-ის საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

23 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია GameLab Iliauni გიწვევთ საინფომაციო შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ილიაუნის სტუდენტები გაეცნობიან კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორიის ფუნქციებს და ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რომლებიც გეიმინგის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის შემუშავდა.

კომპიუტერული და მობილური თამაშების ინოვაციების ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოადგეს გარემოს, სადაც სტუდენტები ხერხებენ კრეატიული იდეების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას, უნარ-ჩვევების ამაღლებას და ღირებული პროდუქტის შექმნას.  GameLab Iliauni-ს მიზანია, მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდა თაობა კომპიუტერული და  მობილური თამაშების შემუშავების პროცესში და მოახდინოს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაცია. 

საინფორმაციო შეხვედრაზე პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:

რა შესაძლებლობას ქმნის GameLab Iliauni ისეთი სტუდენტისთვის, რომელაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არ აქვ სპეციალური ცოდნა?

  • რა 10 სპეციალობისგან შედგება კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია?
  • როგორ შეიძლება პროფესიონალ კომპიუტერული თამაშების მწარმოებლად ქცევა აქ, ილიაუნიში?
  • რა პერსპექტივებს და რეალურ შესაძლებლობებს გიქმნის შენ კომპიუტერული თამაშები, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი თანამედროვე ბიზნესინდუსტრია?
  • მომავლის ტექნოლოგიური ვექტორი - რა არის ის, რაც რადიკალურად შეცვლის დღეს არსებულ საინფორმაცი საშუალებებს?

GameLab Iliauni შენი კრეატიული იდეების გვერდითაა!
მოდი და გაიგე
, რა შეუძლია მას შენ მხარდასაჭერად!

შეხვედრის დრო: 23 მარტი
, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა:   B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები