ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღამის ლექციები წიგნის სახლში „ლიგამუსი“

ღონისძიებები

19 მარტს, 19:00-დან 00:30 საათამდე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“  - ფარგლებში, ჩატარდება ღამის ლექციები.

ილიაუნის ლექტორები ერთ რომელიმე შერჩეულ წიგნზე ისაუბრებენ 25-30 წუთის განმავლობაში.

ღამის ლექციები „ლიგამუსში“ - პროგრამა 

  • 19:00 - ლევან ცაგარელი მაქს ფრიში- " Homo Faber როგორც თანამედროვეობის რემითოლოგიზაციის ცდა"
  • 19:30 - ათინათ მამაცაშვილი, ერიკა მანი - „მწერალი და ნაციზმი - "როცა ნათელი ქრება"
  • 20:00 - ნოდარ ლადარია, კარლო კოლოდი - „იდუმალი წიგნი - „პინოკიოს თავგადასავალი"
  • 20:30 - დავით პაიჭაძე, კრისტოფერ ბაკლი - „გმადლობთ, რომ ეწევით" - სიცილის დასაწყისი"
  • 21:00 - ნინო ფირცხალავა, ე.თ.ა. ჰოფმანი - "პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული"; ფერიები და განმანათლებლური დესპოტიზმი"
  • 21:30 - გიორგი მაისურაძე, ანდრეი პლატონოვი -"ჩევენგური" - ამაღლებულის იდიოტები"
  • 22:00 – გიგა ზედანია, გაბრიელ გარსია მარკესი - "ლიტერატურული აპოკალიფსი - „მარტოობის ასი წელიწადი"
  • 22:30 - ლევან გიგინეიშვილი, მარკ ტვენი - "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ როგორც ირიბი პოლემიკა"
  • 23:00 - ბელა წიფურია, ერიკ ემანუელ შმიტი -"ულისე ბაღდადიდან" - პოლიტიკური და კულტურული კლიშეების მხარდამხარ"
  • 23:30 - ანა კორძაია-სამადაშვილი, სელმა ლაგერლეფი - "დიდი თავგადასავალი - "ნილსის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა"
  • 00:00 - პაატა ჩხეიძე, უილიამ შექსპირი - "ჰამლეტის პრობლემა" 

დრო: 19 მარტი, 19:00 – 00:30 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

„გვიანი ღამე ილიაუნიში“  ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები