ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი სამკითხველო დარბაზის - ილიას დარბაზის - გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

16 მარტს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამკითხველო დარბაზი - ილიას დარბაზი გაიხსნება.
ილიას დარბაზი ერთდროულად 80-მდე მკითხველს მოემსახურება.  ეს მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს მკითხველს, ისარგებლოს:

  • ბიბლიოთეკარის მომსახურებით;
  • სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინჟინერიის, მედიცინის, მენეჯმენტის, ტექნოლოგიების, ისტორიის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებების 10 000-მდე ერთეული წიგნადი ფონდითა და რიდერით; 
  • მულტიმედია რესურსებით;
  • უსადენო ინტერნეტით;
  • ინდივიდუალური და ჯგუფთან მუშაობის შესაძლებლობით;
  • წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, შეხვედრების ოთახით.

აქვე მოგახსენებთ, რომ ილიას დარბაზში, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, მოეწყო მულტიმედია კუთხე, რომელიც აპრილის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება. 

გთხოვთ, გვეწვიოთ.

დრო: 16 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E კორპუსი (მეორე სართული), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.iliauni.edu.ge 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები