ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინტერესო შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

ღონისძიებები

19 მარტს, 17:00-დან 00:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო კაფე , ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გამართავს.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ყავისა და ჩაის თანხლებით მოუსმინოთ ილიაუნის მკვლევრების პოპულარულ-სამეცნიერო მოხსენებებს.

სამეცნიერო კაფეს შეხვედრების განრიგი 

17:00-19:00

ილიაუნის სრული პროფესორი მერაბ სვანაძე
თემა: დრეკადობის მათემატიკური თეორიის განვითარების ეტაპები და პერსპექტივები

19:00-21:00

ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ემერიტუსი გია მაჩაბელი
თემა: „გალაქტიკის შუქურა - პულსარი და კიბორჩხალას ნისლეული“

21:00-22:00

მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებულ პროფესორი ივანე აბიათარი
თემა: „ნერვებით კიბოს გავრცელება“

22:00-00:00

ილიაუნის სრული პროფესორი დავით თარხნიშვილი
თემა: „ადამიანის გენები, ენები და კავკასიის მთები“ 

დრო: 19 მარტი, 17:00- 00:00 საათი
ადგილმდებარეობა : ილიაუნის A კორპუსი, 404-ე აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

„გვიანი ღამე ილიაუნიში“  ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები