ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის მუსიკის ცენტრის კონცერტი

ღონისძიებები

19 მარტს, 23:00-დან 01:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, ღონისძიების - „გვიანი ღამე ილიაუნიში“ - ფარგლებში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. კონცერტზე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან ილიუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, ილიაუნის გოსპელ-გუნდი, ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია და ანსამბლი „კონსილია“.

კონცერტი - პროგრამა

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • „გაუდეამუს“ - გოგონები და ბიჭები
  • გურული „ალილო“ - გოგონები
  • „ვეენგარა ნანა სქუა“ (მეგრული) - გოგონები
  • „უნდა მოგწერო წერილი“ (თუშური) - გოგონები

ილიაუნის გოსპელ-გუნდი

  • Lord I lift your name on high
  • I can only imagine

ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია

  • გიორგი ყველიაშვილი - R1

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • „ჩონგურო“ (ქართლ-კახური ქალაქური) - გოგონები
  • „ლაშქრული“ (ქართლური) - გოგონები
  • „იარამაშაიდა“ (გურული) - გოგონები
  • „ზამთარი“ (კახური) - ბიჭები

ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია

  • ვიკა ფერაძე - Sacrifice

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • „შუშანას მრავალჟამიერ“ (ქალაქური) - გოგონები
  • „ჟუჟუნა და ორიდილი“ (რაჭული) - გოგონები
  • „გაზაფხული“ (ქალაქური) - გოგონები და ბიჭები
  • „რად გინდა ქალი ლამაზი“ (ქალაქური) - ბიჭები

ილაუნის გოსპელ-გუნდი

  • This is my desire
  • Open the eyes of my heart, Lord

ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია

  • გიორგი ჯაფარიძე - Riko

 ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • „კალთაში ჩაგიგორდები“ (გურული) - გოგონები
  • „ია და ვარდო თამარო“ (ქართლური) - გოგონები
  • „გურის მოძინ“ (ლაზური) - გოგონები
  • „ახ ჯან ქურდულად“ (თუშური) - გოგონები

ილიაუნის ელექტროაკუსტიკური სტუდია

  • ლუკა ჯიბუტი - Reverse Strings

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • თუშური „ლირიკული“ - თამთა ცოგიაიძე
  • „კალოსპირული“ (ქართლ-კახური) - ბიჭები
  •  „რატილიო“ (ლიტვური) - გოგონები
  • „დიდია წმინდა სამება“ (მოხეური) - გოგონები

ილაუნის გოსპელ-გუნდი

  • Bless it be your name
  • „აღსავლენი“ 

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი

  • „სულო ჩემო“ (გელათის სკოლის საგალობელი) - ბიჭები
  • „რაოდენთა ქრისტეს მიერ“ (გელათის სკოლის საგალობელი) - გოგონები
  • თუშური „დასაკრავი და სიმღერა“ - ნიკა ჯოხაძე
  • ლეჩხუმური „ალილო“ - გოგონები
  • „ალავერდი“ (გურული) - ბიჭები
  • სვანური „მგზავრული“ - გოგონები

ანსამბლი „კონსილია“

  • თავისუფალი იმპროვიზაცია

დრო: 19 მარტი, 23:00-01:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის B კორპუსი, 202-ე აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

„გვიანი ღამე ილიაუნიში“ ტრადიციად დამკვიდრდება და გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

გელოდებით 19 მარტს ილიაუნიში, ხოლო 20 მარტს - ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტში ილიაუნის კოსმო დაბადების დღეზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები