სამეცნიერო პიკნიკი 2017 - კონკურსი მონაწილეობისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2017 წლის 30 სექტემბერს ვაკის პარკში დაგეგმილ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველთათვის.
არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე ღონისძიების მონაწილე!
ილიაუნის მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ტრადიციულად, შეეძლებათ სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს და მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულ სხვა ინსტიტუციებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 25 აპრილი.
სამეცნიერო პიკნიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს http://sciencepicnic.ge/.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი: ნატო სამხარაძე - სამეცნიერო პიკნიკის კოორდინატორი
ტელ: 577 96 25 10