საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ღონისძიებები

20 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

ვის შეუძლია საინფორმაციო დღეზე დასწრება?

შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებსა და სხვა დაინტერესებულ პირთ:

  1. ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი პროგრამა ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობით)
  2. ბუნების დაცვა და მეტყევეობა
  3. გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია
  4. გამოყენებითი გენეტიკა (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი)
  5. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
  6. ეკოლოგია
  7. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი)
  8. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები)
  9. სურსათის მეცნიერება
  10. ფიზიკა და ასტრონომია

რა ინფორმაციას მიიღებთ?

ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროგრამების ხელმძღვანელები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას

  • პროგრამების დიზაინისა და კვლევის სფეროს შესახებ
  • კვლევისთვის საჭირო რესურსებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ
  • პროგრამაზე დაშვების პირობებისა და მიღების პროცედურების შესახებ
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციის შესახებ
სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://shorturl.at/kpszA
 
სარეგისტრაციო ბმული:https://forms.gle/k3wzg7xv7v3sjxQZ7

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 20 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

ბანერები