საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

EnviroLink: კვლევა, განათლება და ტექნოლოგიები ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების სფეროში

ახალი ამბები

პროექტი „EnviroLink: კვლევა, განათლება და ტექნოლოგიები ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების სფეროში“ მიზნად ისახავს გარემოსმცოდნეობის ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარებას განსაკუთრებული აქცენტით ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, დისციპლინათაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და როგორც პალეო, ასევე თანამედროვე გარემოს კვლევებზე საქართველოში. საქართველოს უნიკალური გეოლოგიის, ეკოსისტემების მრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების მნიშვნელოვანი ზემოქმედების გათვალისწინებით აუცილებელია ინტერდისციპლინური მიდგომა ამ რთული გარემოსდაცვითი გამოწვევების დასაძლევად.

საერთაშორისო კვლევითი კლასტერი ეფუძნება კიოლნის უნივერსიტეტსა (UoC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (ISU) შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას, რომელიც 2023 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმით (MoU), რათა ISU-ში განვითარდეს ინტერდისციპლინური გარემოს კვლევების სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა დაეფუძნება კიოლნის უნივერსიტეტის წარმატებულ ანალოგიურ პროგრამას (International Master In Environmental Sciences). პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა იმერსიული გარემოს ლაბორატორიის შექმნა, რომელიც გააუმჯობესებს ინტერაქტიულ სწავლებას და გახდება ინტეგრაციის მოდელი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების სწავლებასა და კვლევაში.

პროექტი უშუალოდ უპასუხებს თანამედროვე პრობლემებს, როგორებიცაა: საქართველოში ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი მიკროპლასტიკით დაბინძურების საკითხი, რომლის საბოლოო მიზანია გარემოს ანალიზისა და კვლევის სფეროში ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება. დამატებით გამოიკვლევს ისტორიულად ადამიანის მიერ გარემოზე სტრესისა და დაბინძურების საკითხებს უძველეს დასახლებათა კონტექსტში, რაც კოლხეთის დაბლობზე (დასავლეთ საქართველოში) მრავალწლიან ერთობლივ კვლევებზე იქნება დაფუძნებული.

აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას, კვლევისა და განათლების შესაძლებლობათა გაძლიერებას და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

2025

ბანერები