ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

BOOSTER – კარიერული განვითარების აქსელერატორი

ახალ პროექტზე რეგისტრაცია დაიწყო - “BOOSTER ▪ კარიერული განვითარების აქსელერატორი”

Booster, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარატამენტის ახალი პროექტი, ხორციელდება ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრთან თანამშრომლობით და წარმოადგენს კარიერული განვითარების აქსელერატორს.

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტებს განუვითაროს დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი უნარები (4C) – კოლაბორაცია, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, შემოქმედებითობა და სხვ., სამუშაოს მაღალ დონეზე შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევები; 

  • სტუდენტის მომზადება დამსაქმებელთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპისთვის.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სააპლიკაციო ფორმისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეული 70 სტუდენტი განაწილდება ორ 35-კაციან ჯგუფში.

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფები რვა კვირის განმავლობაში, კვირაში 4-საათიანი დატვირთვით, პროფესიონალ მენტორებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფუნქციური წერა

  • ეფექტური კომუნიკაცია

  •  დროის მართვა

  • Google Business Applications

  •  საძიებო სისტემები

  • რეფლექსია

  •  გუნდური მუშაობა

  • სოციალური არხები

  • პროექტების მართვა 

პროექტების მართვის მოდულის ფარგლებში სტუდენტები დაიყოფიან 5-კაციან ჯგუფებად, რომელთაც ექმნებათ წარდგენილი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. შერჩეულ პროექტებს დააფინასებს და მათ განხორციელებას  ხელს შეუწყობს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი.

თითოეულ სესიას გაუძღვება ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის შესაბამისი დარგის ლექტორი და დარგის სპეციალისტი მოწვეული სტუმრის რანგში.

პროექტის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

პროექტის დაწყების თარიღი: პირველი ნაკადი – 11 მაისი, მეორე ნაკადი – 18 მაისი

პროექტი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. პლატფორმა: Zoom, Google Meet

მონაწილეობის მსურველებმა: აპლიკაცია სრულყოფილად უნდა შეავსონ.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა ბაკალავრებისთვის: 8 მაისი, 23:59 სთ.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა მაგისტრებისთვის: 14 მაისი, 23:59 სთ.


შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

Student.affairs@iliauni.edu.ge ან Uni-jobs@iliauni.edu.ge

შეკითხვებით შეგიძლიათ ასევე მოგვმართოთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ბანერები