ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გეიმინგის ტურნირები ელექტრონულ სპორტში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია და საქართველოს კომპიუტერული თამაშების მწარმოებელთა ასოციაცია ”IGDA Georgia” ილიაუნიში იწყებს ტურნირებს ელექტრონულ სპორტში Venatus Cup 2015.

19 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ტურნირების სერიის გახსნა, რომელზეც ტურნირებში მონაწილეობის მსურველები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას ტურნირების განრიგის, წესებისა და ჯილდოების შესახებ. შემოგთავაზებთ ასევე”Hearthstone Showmatch ”-ს.

ტურნირები ჩატარდება როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ფორმატში შემდეგ თამაშებში:

  • DotA 2 (გუნდურად 5vs5)
  • Counter-Strike: Global Offensive (გუნდურად 5vs5)
  • HearthStone (ინდივიდუალურად 1vs1)

გუნდურ ტურნირებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 მარტამდე ბმულზე: http://goo.gl/forms/nmmsHblu9d
ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 მარტამდე ბმულზე: http://goo.gl/forms/hcnU48A9jS.

სერიის გახსნის დრო: 19 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

 

 

ბანერები