ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„სამაგიდო თამაშების საღამო 2.0” ილიაუნის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

5 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის Startup Grind-ის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება სამაგიდო თამაშების საღამო Board Game Night. 

ღონისძიებაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დამეგობრდნენ და ითამაშონ: 

  • Catan
  • Wavelength 
  • Azul
  • Dixit 
  • Codenames 
  • Mafia 
  • Avalon 
  • Risk 
  • Werewolf  
  • Uno 

მონაწილეობისთვის 5 ივლისის ჩათვლით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმაhttps://forms.gle/Uo3V67pRUf3AistB7 

საერთაშორისო ორგანიზაციის Startup Grind წარმომადგენლობა საქართველოს საუნივერსიტეტო მასშტაბით პირველად 2023 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 

Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია საუნივერსიტეტო სტარტაპსაზოგადოების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

დრო: 5 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი, უნიფუდი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 

 2024

 

ბანერები