კორუნის უნივერსიტეტი (ესპანეთი) 2020 წლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლისათვის აცხადებს კონკურსს პროფესორ/მასწავლებლებისათვის. საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილე პროფესორ/მასწავლებლებმა უნდა წაიკითხონ ინტენსიური სალექციო კურსი ინგლისურ ენაზე; კურსის ჯამურმა დატვირთვამ უნდა შეადგინოს 42 აკად. საათი, რომელიც განაწი
გაცნობებთ, რომ 1-ლ ნოემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამსახურის მაძიებელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, თუმცა ღონისძიება ძირითადად მიმართულია ახალწვეულებისთვის ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების შეთავაზებაზე.
18 ოქტომბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე
28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის აკადემიური ცენტრის ლექტორები – თათია გიგანი და თინათინ ქავთარაძე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ისაუბრებენ თემაზე: „როგორ მოვემზადოთ გასაუბ
კომპანია ბიდიო აცხადებს პროგრამული პროდუქტი 1C-ის კონსულტანტის ანაზღაურებად სტაჟირებას. ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი 6 თვე – კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში. სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი – პარასკევი მოვალეობები: პროგ
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთავაზობთ რეზიუმესა და CV-ის შედგენისთვის საკონსულტაციო საათებით სარგებლობას. უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალ
21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის (რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერე
ქცევის ანალიზის მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურს ცოდნის გაღრმავება და ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასთან&ld
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (შემდგომში – ფონდი) არაკომერციული გერმანული ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა. ორგანიზაცია იზიარებს გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის მრწამსს და მსოფლიოს 120 ქვეყნაში წარმ
21-22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციის მთავარი მიზანია იმსჯე
სამიზნე ჯგუფი: საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები მასტერკლასის ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ეკა ტყავაშვილი, დოქტორანტი მარიკა კირვალიძე მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწ