ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რეზიუმესა და CV-ის შედგენის საკონსულტაციო საათები

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთავაზობთ რეზიუმესა და CV-ის შედგენისთვის საკონსულტაციო საათებით სარგებლობას.

უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში).

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მცირერიცხოვან ჯგუფებთან ეტაპობრივად. დარეგისტრირებულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეხვედრის დროსა და ადგილს შეატყობინებენ ინდივიდუალურად.

პირველი შეხვედრის დრო: 21 ოქტომბერი, 16:00 საათი 

ბანერები