ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები“

ღონისძიებები

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის (რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები. ღონისძიება ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციაზე რელიგიის თავისუფლებისა და სამართალმცოდნეობის დარგის პროფესორები და ექსპერტები ისაუბრებენ რელიგიის თავისუფლების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, საერთაშორისო სტანდარტების, კანონმდებლობის, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკისა და ინტერრელიგიური დიალოგის საკითხებზე (იხ. დღის წესრიგი). 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

დოქტორი ტ. ჯერემი განი, მაროკოს რაბათის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. ჯერემი განს დოქტორის ხარისხი დაცული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში, იურისტის ხარისხი (JD) – ბოსტონის უნივერსიტეტში (magna cum laude), ხოლო მაგისტრის ხარისხი – ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ჯერემი განი რამდენიმე წელი პრაქტიკოს იურისტად მუშაობდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში (Covington & Burling). მოგვიანებით მსახურობდა რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ის ელჩის უფროს მრჩეველად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში (1998-1999). 15 წელი იყო ეუთოს ექპერტთა პანელის წევრი რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და წიგნი. 

დაგ ნიგარდი 2006 წლიდან ნორვეგიის ქრისტიანული საბჭოს (Christian Council of Norway, CCN) სპეციალური მრჩეველია. საბჭოში მისი კომპეტენციის სფეროებს მიეკუთვნება რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, რელიგიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის საკითხები. დაგ ნიგარდი 1992 წლიდან იყო ნორვეგიის თავისუფალი ეკლესიების საბჭოს (Council of Free Churches) გენერალური მდივანი. იგი ნორვეგიის ეროვნული რელიგიათაშორისი საბჭოს, ნორვეგიის რელიგიათა საბჭოს (The Council for Religious and Life Stance) ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე, ასევე ოსლოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კოალიციის წევრია მისი დაარსებიდან. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასა და რელიგიურ პოლიტიკაზე. 

ჯერემი განს და დაგ ნიგარდს ეკუთვნით ანგარიში „საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებები პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ: კონსტიტუციური შეთანხმების დისტანცირება საქართველოს თანასწორობის პრინციპისგან“ (2015). 

დრო: 21 ოქტომბერი, 10:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია A101 (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები