


კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა (შემდგომში – ფონდი) არაკომერციული გერმანული ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა.
ორგანიზაცია იზიარებს გერმანიის ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის მრწამსს და მსოფლიოს 120 ქვეყნაში წარმოდგენილი პროექტებით ხელს უწყობს დემოკრატიის, სოციალური საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანობის განვითარებას.
2018 წლიდან ადენაუერის ფონდმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან (შემდგომში – კომიტეტი) ერთად საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო სტაჟირების პროგრამას.
პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები კომიტეტში გადიან ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას. ფონდის საპარლამენტო სტაჟიორები ჩართულნი არიან ფონდის მიერ განხორციელებულ ტრენინგ-პროგრამებსა და სემინარებში.
კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აცხადებენ მიღებას 2019 წლის სტაჟირების პროგრამაზე.
სტაჟირების განმავლობაში სამუშაო სრულგანაკვეთიანია და გულისხმობს საკომიტეტო მუშაობაში ყოველდღიურ მონაწილეობას.
სტაჟიორთა ფუნქციები და ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს კომიტეტის უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით კომიტეტისა და კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობას, კერძოდ:
- ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებისა და შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობა;
- კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივების სამართლებრივი შეფასების საქმიანობაში მონაწილეობა; ამავდროულად კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების რეალიზების ხელშეწყობა.
- კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა;
- კომიტეტის ანალიტიკური საქმიანობის მხარდაჭერა;
- საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობა და სხვ.
სამუშაო ადგილი: საქართველოს პარლამენტი, თბილისი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ხანგრძლივობა: 1 წელი (1-ლი ნოემბერი, 2019 – 31 ოქტომბერი, 2019)
ხელმძღვანელი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა თემაზე საინფორმაციო ფურცლების მომზადება და კვლევითი სამუშაოების განხორციელება;
- სამართლებრივი დაახლოების პრინციპების გათვალისწინებით კანონპროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი, კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
- პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და მათ შესახებ ინფორმაციის მომზადება ან/და მიწოდება;
- სამონიტორინგო საკითხთა გამოვლენა, განხილვა, შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგების პროექტების მომზადება, სასაუბროების მომზადება, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია, კორესპონდენციის მომზადება და სხვ.;
- სხვადასხვა შეხვედრის მასალების მოძიება და დამუშავება, მათ შორის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტაციაზე მუშაობა;
- კომიტეტის თავმჯდომარის დავალებების შესრულება;
- სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სამართლის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები, მაგისტრატურის სტუდენტები/ან მაგისტრატურა დამთავრებული სტუდენტები;
-
ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (ქართულ ენაზე გრამატიკული და სტილისტური შეცდომების გარეშე წერის უნარი)
-
ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (Microsoft Word, Excel, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება);
-
ორგანიზებული, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული;
-
როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს პროფესიული განვითარებისთვის.
განცხადების წარდგენის პროცესი: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგზავნოთ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
shorena.gharibashvili@kas.de სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ – „საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა“.
დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
2. სამართლის სკოლის ნიშნები/GPA ;
3. სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება, რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ოქტომბერი, 18:00 საათი.
გაესაუბრებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.