ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონფერენცია მეხსიერების პოლიტიკაზე

ღონისძიებები

21-22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციის მთავარი მიზანია იმსჯელოს მეხსიერების პოლიტიკაზე და განიხილოს მეხსიერების კვლევებისა და საბჭოთა წარსულის გადააზრების საკითხები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.

კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს მკვლევრებს, სტუდენტებსა და პროფესორებს ერთმანეთს გაუზიარონ მეხსიერების პოლიტიკაზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. კონფერენციაზე დაგეგმილი საჯარო დისკუსიების დროს მომხსენებლები ისაუბრებენ ისტორიისა და მეხსიერების კვლევასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულეზე, მათ შორის არქივების გახსნილობისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე, კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების სიმცირეზე და სხვ. 

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება)

დრო: 21-22 ოქტომბერი, 2019

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია B201

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები