ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი: „კრიტიკული მეგობარი”, როგორც განმავითარებელი შეფასებისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების ეფექტიანი სტრატეგია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები

მასტერკლასის ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ეკა ტყავაშვილი, დოქტორანტი მარიკა კირვალიძე

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა: 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დღემდე ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა შეფასება.

მნიშვნელოვანია შეფასების ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც სწავლება-სწავლის ინტეგრირებული ნაწილი იქნება და წაახალისებს როგორც მასწავლებელი მოსწავლის პროფესიულ დიალოგს, ისე მოსწავლეთა შორის ურთიერთსწავლებასაც.

„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი კომპლექსური, ინტეგრირებული მიდგომაა, რომელიც მიმართულია ურთიერთსწავლებისა და თანამშრომლობის გზით უწყვეტ განვითარებაზე. მიდგომაში გამოყენებულია უკუკავშირის ყველა ტიპი, რომლებიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის დელეგირება მოსწავლეებზე გააკეთოს. ასეთი მიდგომით უმჯობესდება შემსწავლელთა აკადემიური და თანამშრომლობით უნარები.

ვორკშოპზე განხილული იქნება „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომა როგორც, ერთი მხრივ, ურთიერთსწავლების ძლიერი მექანიზმი და, მეორე მხრივ, თანამშრომობითი, დახმარებაზე ორიენტირებული პოზიტური გარემოს ფორმირების ერთ-ერთი საშუალება.

განმავითარებელი შეფასების ეს ინსტრუმენტი ადაპტირებულია პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions /ASSET (Erasmus +) ფარგლებში

განსახილველი საკითხები:

  • კრიტიკული მეგობრის“ მიდგომის არსი
  • „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
  • ინსტრუმენტები „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომაში – tuning protocol, ძალთა ველის ანალიზი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მარაო
*რეგისტრაცია დასრულებულია.
ბანერები