ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მოწვევა სატრენინგო კურსზე – ქცევის გამოყენებითი ანალიზი, მოდული 1

ახალი ამბები

ქცევის ანალიზის მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურს ცოდნის გაღრმავება და ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასთან“ ერთად აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამის, „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“, პირველ მოდულზე – „ქცევის გამოყენებითი ანალიზის საფუძვლები“. 

სრული პროგრამის, რომელიც შედგება 8 მოდულისგან, წარმატებით დასრულების 

შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ქცევის ანალიტიკოსთა 

სასერტიფიკატო საბჭოს მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიზის საერთაშორისო 

სასერტიფიკატო გამოცდისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას. 

პროგრამაში გაერთიანებულია შემდეგი მოდულები: 

პირველი მოდული: ქცევის გამოყენებითი ანალიზის საფუძვლები – შემოდგომა, 2019 

მეორე მოდული: გაზომვა და ექსპერიმენტული დიზაინი ქცევის ანალიზში –  გაზაფხული, 2020 

მესამე მოდული: ქცევის ანალიტიკოსთა ეთიკა 1 – გაზაფხული, 2020 

მეოთხე მოდული: ქცევის შეფასება – გაზაფხული, 2020 

მეხუთე მოდული: ქცევის ანალიტიკოსთა ეთიკა 2 – შემოდგომა, 2020 

მეექვსე მოდული: ქცევის ცვლილების პროცედურები: უნარების ათვისება – შემოდგომა, 2020 

მეშვიდე მოდული: ქცევის ცვლილების პროცედურები: ქცევის შემცირება –  გაზაფხული, 2021 

მერვე მოდული: სუპერვიზია და მართვა – გაზაფხული, 2021 

ადგილების რაოდენობა: 20

პირველ მოდულზე სწავლის ღირებულება: 600 ლარი

უმაღლესი ქულების მქონე პირველი 15 მსმენელის სწავლების ანაზღაურება მოხდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის და ჩეხეთის კარიტასის ერთობლივი პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოვება“ფარგლებში.

პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიის ან განათლების მიმართულებით  მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისთვის და მათთვის, ვინც აღნიშნული მიმართულებით სწავლობს სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე. 

პროგრამის გავლის მსურველებმა ასევე უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდის საშუალებით. 

ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება ამა წლის 28 ოქტომბერს. აუდიტორიასა და გამოცდის საათთან დაკავშირებით ინფორმაცია  25 ოქტომბერს განთავსდება

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე: 

https://www.facebook.com/cadc.Clinic/ 

სწავლის დაწყების თარიღი: 2019 წლის 5 ნოემბერი 

მსურველებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (რომელშიც მითითებული 

იქნება სასერტიფიკატო კურსის დასახელება) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ 

ფოსტაზე: avsajanishvilitiko@gmail.com, მეილის სათაურში (Subject) მითითებული 

უნდა იყოს კურსის დასახელება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ოქტომბერი. 

მონაწილეები შეირჩევიან სამუშაო გამოცდილების, მოტივაციისა და ინგლისური 

ენის ცოდნის საფუძველზე. 

მიღებისა და შეფასების კრიტერიუმები იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში:

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები