სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი ტბების წყლის ტურიზმის პოტენციალის შესწავლა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ყოველწლიურად აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. პროგრამა, რომელიც 1994 წელს აშშ-ის მთავრობის ინიცირებით შეიქმნა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
2020 წელს გამოცხადებულ კონკურსში დაფინანსება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა „სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი ტბების წყლის ტურიზმის პოტენციალის შესწავლა“.
პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის ტბების შესწავლა სამოყვარულო და პროფესიული, ე. წ. ,,სადაივინგო“, პოტენციალის გამოსავლენად, რელევანტურ მონაცემთა შეგროვება და პოტენციური მომხმარებლისთვის დისიმინაცია. შეგროვებული მონაცემები წარმოდგენილი იქნება ბათიმეტრიული რუკებისა და წყლის ისეთი მახასიათებლების სახით, როგორებიცაა: წყალქვეშა ხილვადობა, წყლის ტემპერატურის ამპლიტუდა, ინფორმაცია ტბებამდე მისვლის სირთულისა და მათ მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში