ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით განახორციელებს პროექტს ,,საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“.

აღნიშნულ პროექტში ჩართულია ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მეხსიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და  საქართველოს ეროვნული ფონდი.

პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება; უგულებელყოფილი იქნება აქამდე არსებული ცრუ ნარატივები, შეგროვდება ზეპირსიტყვიერი ისტორიები; დღის შუქზე გამოვა ამ დრომდე უცნობი ისტორიები და გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება. პროექტი, თავის მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს დასავლურ ინტეგრაციას.

დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში

ბანერები