ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)“

იელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT)“, რომლის მიზანია მოამზადოს დოქტორანტები, მეცნიერული მეთოდებისა და ანალიზის გამოყენებით უპასუხონ რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა: აივ ინფექცია და ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული აშლილობანი. 

GIFT პროექტი ცდილობს, ამ სფეროში მოამზადოს ბიოსტატისტიკოსთა პირველი თაობა და შექმნას მეცნიერთა ჯგუფი ამ სფეროს გასაძლიერებლად.

იელის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ჰიბრიდული პროგრამის მეშვეობით იგეგემება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს 4 პროფესორისა და 6 დოქტორანტის მომზადება. დოქტორანტები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას სადოქტორო პროექტების განსახორციელებლად.

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებული პირისათვის GIFT პროექტის ფარგლებში გაიმართება  მოკლე საზაფხულო კურსები ბიოსტატისტიკისა და იმპლემენტაციური კვლევის მეთოდების სწავლებაში.

პროექტის კოორდინატორი: იელის უნივერსიტეტი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი

2024

 

ბანერები