ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 12-18 ნოემბერი, 2018

ღონისძიებები

12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში.

კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.

კვირეულის ფარგლებში 12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

კვირეულის განრიგი:

➤ 3-დღიანი ვორკშოპი Launch 72

ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეზღუდულ დროში, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე.

დრო: 16-18 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. 

 

➤ მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ატარებს მეიქათონს „იდეიდან ბიზნესამდე“.
მეიქათონის მიზანია მონაწილე გუნდების ბიზნესიდეებისა და პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა.

დრო: 14-18 ნოემბერი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.


➤ საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

 

➤  დოქტორ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია

ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

 

➤  დავით ჩეჩელაშვილის საჯარო ლექცია „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“.

დრო: 
13 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

 

➤  სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

ნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპკომპანია Vrex-ის თანადამფუძნებელი

სანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბლისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი

დავით ჩეჩელაშვილი – სერიული მეწარმე

თამთა გველესიანი – სტარტაპკომპანია Augep-ისა და Clevertone-ის თანადამფუძნებელი

ნიკა ბერეკაშვილი – სტარტაპკომპანია ჰოლო-ს თანადამფუძნებელი

დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

 

პანელური შეხვედრა Mindchanger Women

გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს.

დრო: 16 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე.

 

ბანერები