ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Launch 72

ღონისძიებები

16-18 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ''Launch 72''.

ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეზღუდულ დროში, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე.

ღონისძიების დასასრულს კი სტარტაპები შეეცდებიან თეორიულად დაგროვებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას და საწყისი კაპიტალის რეალურად მოზიდვას.

ღონისძიების დროს დაუშვებელია წინასწარ მომზადებული იდეით ან უკვე არსებული გუნდით მონაწილეობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი: ღონისძიების უმთავრესი დანიშნულებაა, ადგილზევე გენერირდეს ახალი იდეები და ჩამოყალიბდეს ახალი გუნდები, რაშიც მონაწილეებს დაეხმარებიან ტექნიკური და ბიზნესმიმართულების მენტორები.

ღონისძიება იყოფა 3 ეტაპად

  • 16 ნოემბერი, 18:00-21:00 საათი
    იდეების გენერირება და გუნდებად ფორმირება
  • 17 ნოემბერი, 15:00-19:00 საათი
    პროტოტიპირება
  • 18 ნოემბერი, 15:00-19:00 საათი
    გაშვება (Launch).

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 14 ნოემბრისა.

სარეგისტრაციო ფორმა.

ადგილები შეზღუდულია – უნდა შეირჩეს 15 მონაწილე.

 

 

 

ბანერები