ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოქტორ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ლარს ვიგერლანდი, შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, არის ბიზნესმენი, ინვესტორი, კონსულტანტი და რამდენიმე საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

დოქტორი ვიგერლანდი ასწავლის მარკეტინგს, ფინანსებს, სამეცნიერო მეთოდოლოგიასა და მეცნიერების ფილოსოფიას. მისი კვლევები ეხება უძრავ ქონებას, საბანკო საქმეს და სხვ., ხოლო ბოლო პერიოდში დაკავებულია საქართველოში ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ახალი პროექტით.

90-იანი წლებში დოქტორი ვიგერლანდი უძღვებოდა საკუთარ უძრავი ქონების ბიზნესს და მისი საკუთრება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 100-ზე მეტი საცხოვრებელი და საიჯარო ფართისგან შედგებოდა. 2000 წელს მან წარმატებით მიჰყიდა საკუთარი უძრავი ქონების ბიზნესი შვედეთის უმსხვილესს სადაზღვევო კომპანიას და შემდეგ მთელი ყურადღება გადაიტანა სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებშიინ ვესტიციის განხორციელებაზე.

დოქტორ ვიგერლანდის ცოდნა და გამოცდილება, როგორც აკადემიურ, ისე სამეწარმეო სფეროში უნიკალურია, რადგან მისი როლი აკადემიურ სივრცესა და ბიზნესგარემოში ერთნაირად მნიშვნელოვანია.


სამუშაო
ენა: ინგლისური

დრო: 13 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები