ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი პაულინა რიტკონენი არის შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომიკურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს მეწარმეობას, ინდუსტრიის გარდაქმნის მეცნიერებებსა და ბიზნესის განვითარებას აგრო და კვების სექტორში. იგი არის ექსპერტი გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და სოფლის მეურნეობის ბიზნესის ზრდის საკითხებში, ასევე შვედეთის ღვინის ბაზრისა და ისტორიის წამყვანი მკვლევარი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები