ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“.

მომხსენებლის შესახებ

დავით ჩეჩელაშვილი არის მეწარმე და 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაციის გადაწყვეტა, VR/AR, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა როგორც საცალო, ისე საგანმანათლებლო სფეროებში; იგი  არის კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე როგორც NEUR Optics-სა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D, Neurok, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

დრო: 13 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გთხოვთ, დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია.

2018

ბანერები