


სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“
ღონისძიებები
14 ნოემბერს, 19:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“
სტარტაპის დაწყებისას საშუალო სტატისტიკით სტარტაპების 90-95% კრახს განიცდის, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ადამიანები, ვინც სტარტაპის შექმნას ცდილობენ, წარუმატებლობის შემდეგ ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც კიდევ ცდილობენ რაიმე ინოვაციურის შექმნას და ისინი, ვინც ხელს ჩაიქნევენ მეწარმეობაზე და რუტინულ საქმიანობას უბრუნდებიან.
თუ შენ
►გიცდია სტარტაპერობა, მაგრამ კრახი განიცადე;
►ფიქრობ; რომ მხოლოდ დიდი ინვესტიციით შეიძლება წარმატებული ბიზნესის დაწყება;
►მეწარმეობა მიუღწეველი და ამოუხსნელი ცნება გგონია.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან:
►ნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპკომპანია Vrex-ის თანადამფუძნებელი
►სანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბლისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი
►დავით ჩეჩელაშვილი – სერიული მეწარმე
►თამთა გველესიანი – სტარტაპკომპანია Augep-ისა და Clevertone-ის თანადამფუძნებელი
► ნიკა ბერეკაშვილი – სტარტაპკომპანია ჰოლო-ს თანადამფუძნებელი
ვის შეუძლია მონაწილეობა?
►ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვინც შეავსებს მარტივ სააპლიკაციო ფორმას.