გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, აკადემიური საბჭოს ამა წლის 28 მარტის #98 ოქმისა და წარმომადგენლობით საბჭოს 31 მარტის #2 ოქმის საფუძველზე, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით პროცესში ჩართულობის ხელშესაწყობის მიზნით, დაწესდა პასკალის პრემია - ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობაა 3 000 ლარი.ბლ
22 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია - "ისტორიული კონტექსტი და პოსტმოდერნისტული დიალოგი". ლექციას გაუძღვება ეკა ავალიანი.
2014 წლის 11 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია შეხვდა ავსტრიის ელჩს აზერბაიჯანში, სილვია მაიერ-კაჟბიჩს, კრემსის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის გენერალურ დირექტორს, პროფ. ჰაინც ბოიერს, და ამავეუნივერსიტეტის პრორექტორს, დოქტორ კარლ ენსფელნერს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნე
29 აპრილს, 13:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში ჩვენი უნივერსიტეტის მუსიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარს ჩაატარებს ცნობილი ამერიკელი ჯაზ-პიანისტი, ჯასთინ კოფლინი. ის ილიაუნის სტუდენტებთან ისაუბრებს როგორც ზოგადად ჯაზზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემებზე. მრავალი ჯილდოს მფლობელმა ჯაზ-პ
12 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106-ე აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტის თემაზე. ლექციას წაიკითხავს კომპანია DPA-ს (საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, www.dpa.ge ) უცხოელი ექსპერტი და ლექციის თემა იქნება: Infor
პარასკევს, 18 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში, უნიკინოში ნაჩვენები იქნება დენზელ ვაშინგტონის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი „დიდი მოკამათეები“ (2007) მონაწილეობენ: დენზელ ვაშინგტონი, ჯონ ჰერდი, ფორესთ უიტეიქერი, ქიმბერლი ელიზი, ჟერმენ
2014 წლის 9 აპრილს, კავკასიის ადვოკატთა სკოლის, CLS-ის, ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის ჩატარდა ერთდღიანი, უფასო, აკრედიტებული ტრენინგი თემაზე: „მტკიცებულებათა დასაშვებობა და გაცვლა სისხლის სამართლის პროცესში“. ტრენი
2014 წლის 10-11 აპრილს, ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხები”. ტრენინგი განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის - &bdqu
მიმდინარე წლის 8 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: • დოქტორი შეიხა აბდალა ალ-მისნედი - კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტი; • დოქტორი დარვიშ ალ-ემადი - კატარის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის
ოთხშაბათს, 9 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია ლიგამუსში (ჭავჭავაძის 32) გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ”9 აპრილი: ტრავმა და კოლექტიური მეხსიერება”. დისკუსიის მიზანია 9 აპრილის, როგორც ისტორიული ხდომილების განხილვა და მის გარშემო სხვადასხვა ტიპის გამოცდილებებისა და პერსპექტივების შესახებ დისკუსია. ასევე იმაზე
10 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ინიციატივით, შედგება შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორთან, ბექა ჯაყელთან. დასწრება თავისუფალია.
11 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტი, ლია კუპრეიშვილი, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”პოლიტიკური იდეოლოგიის გავლენა გენდერის სოციალურსა და კულტურულ კონსტრუქციებზე საქართველოში (1900-1921 წწ)&rd