ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

PPRTC-ის ტრენინგი" საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა"

განცხადებები

„საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა“ - სასერტიფიკატო კურსზე  განაცხადებების მიღება დაიწყო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების პროგრამასთან არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას  სასერტიფიკატო კურსზე - საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა.

პროგრამის მიზანია, საჯარო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირებს მისცეს ცოდნა საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების პროცესის  შესახებ. სასერტიფიკატო პროგრამის გავლის შემდგომ  პირები შეძლებენ  საჯარო დაწესებულებებებში საქმისწარმოების  სტანდარტების დაცვას,   გამართული დოკუმენტების მომზადებას და როგორც  შიდა, ასევე გარეშე დაინტერესებული პირებისთვის  გამართული სერვისის მიწოდებას.

პროგრამის გავლის შემდეგ მსემენელები შეძლებენ:
საჯარო დაწესებულებებში საქმის წარმოების სტანდარტების შესაბამისად, წერილების, ბრძანებების და შიდა მიმოწერის გამართულად შედგენას. პროგრამის ფარგლებში, მეცადინეობებზე მოხდება დოკუმენტის შექმნა, საქმისწარმოების პრინციპების გაცნობა; სამართლებრივი დოკუმენტების გაცნობა.

 სწავლება დაიყოფა ორ მოდულად:

1. საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების მარეგულირებელი წესებისა  და რეგულაციების გაცნობა  - 12  საკონტაქტო საათი;

2. პრაქტიკული სამუშაო საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოების  შესახებ მაგალითების გამოყენებით   - 12  საკონტაქტო საათი.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში. კურსის მეთოდიკა ეფუძნება  პრაქტიკული სავარაჯიშოების განხილვას; პირადი გამოცდილების გაზიარებასა და ანალიზს; თეორიული მასალის მისადაგებას პრაქტიკულ კომპონენტებთან.

კურსს უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, დალი ცქიტიშვილი  - მრავალწლიანი საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის  გამოცდილებით.  ის რედაქტორია არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომისა, მათ შორის უნივერსიტეტის მართვის სახელმძღვანელოსი.

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საათს, გადანაწილებულს 4-5კვირის განმავლობაში; მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ და თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.

ვინაიდან აღნიშნული კურსის საფასურის დიდი ნაწილი დაფინანსებულია USAID-ის მიერ  EWMI-G-PAC-ის პროექტის ფარგლებში, მისი ღირებულება დარეგისტრირებული მსმენელებისთვის შეადგენს 200 ლარს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი  სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

 გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ საქმისწარმოების პროცესის ტექნიკა;

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014  წლის 30 ივნისი, 18:00 საათი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ:  (+995) 32 2 23 10 57(+995) 32 2 23 10 57(+995)  599 48 70 47(+995)  599 48 70 47
ელფოსტა:  nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები