ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანალიზი ტერორის ჩრდილში: კლინიკური ასპექტები

ღონისძიებები

21 ივნისს, შაბათს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება ჰენრი აბრამოვიჩის ლექცია“ანალიზი ტერორის ჩრდილში: კლინიკური ასპექტები”

ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი, პროფესორი ჰენრი აბრამოვიჩი ისრაელის იუნგიანური
ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი, პრეზიდენტი და ტრენინგ-ანალიტიკოსია. ის თელ-ავივის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ასწავლის მედიცინის “ადამიანურ” მხარეს.

ჰენრი აბრამოვიჩი მუშაობდა ანალიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ეთიკურ და პროგრამულ კომიტეტში, იყო ისრაელის ანთროპოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი.

ის ავტორია წიგნებისა: “პირველი მამა” (2010); “ძმები და დები:
მითი და რეალობა” და “ანალიზის ჩატარება” (რუსულ ენაზე), რომლებიც მალე გამოქვეყნდება.
ჰენრი აბრამოვიჩი გატაცებულია პოეზიით, სიზმრის ჯგუფებითა და წმინდა ქალაქ იერუსალიმით, სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ბანერები