ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სატელევიზიო სასწავლო ცენტრის 2014-15 მეორადი პროგრამები

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრი, რომელსაც სტუდენტებთან მუშაობის 25 წლიანი ისტორია აქვს, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახელით უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებს 2014-15 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრიდან სთავაზობს შემდეგ მეორად (Minor)  პროგრამებს:

• პროგრამა  ჟურნალისტიკა
არჩევითი მოდულები:
1. ტელერეპორტიორი
2. რადიორეპორტიორი
3. ფოტორეპორტიორი

• პროგრამა რეჟისურა
არჩევითი მოდულები:
1. ტელერეჟისურა
2. დოკუმენტური კინოს რეჟისურა
3. მონტაჟის რეჟისურა
4. მცირეფორმატიანი ფილმების და სარეკლამო რგოლების რეჟისურა.

• პროგრამა საოპერატორო ხელოვნება
არჩევითი მოდულები:
1. დოკუმენტური კინოს ოპერატორი;
2. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის  ოპერატორი.

• პროგრამაჟანრობრივიფოტოგრაფია
სტუდენტებს, ვისაც გაქვთ ჩამოთვლილი პროგრამებიდან რომელიმეს შესწავლის სურვილი, ახლავე, მეორე კურსის დაგეგმარების დროს გაითვალისწინეთ თქვენი არჩევანი; თუმცა მის შესწავლას რეალურად დაიწყებთ არა შემოდგომით, არამედ 2014/15 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრიდან. მანამდე კი, საშემოდგომო სემესტრის ხუთივე კურსი შეარჩიეთ  თქვენი ძირითადი (Mijor) პროგრამიდან.

კითხვების შემთხვევაში დარეკეთ სატელევიზიო სასწავლო ცენტრში სატელეფონო ნომერზე 2-910260
გისურვებთ წარმატებას.

ბანერები