ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

4 ივლისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის A კორპუსის B 202 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი.

სტუდენტებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, თუ თქვენი ორგანიზაცია წარდგება დასაქმების ფორუმზე; მოტივაციას კი შემდეგი ფაქტორი განაპირობებს: ფორუმის ერთადერთი მიზანი არ არის დასაქმება. ფორუმზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეიტყონ იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც თქვენთან არსებობს და დასახონ გეგმები - რა კუთხით უნდა გაძლიერდნენ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს დასაქმების ბაზარზე.

ფორუმზე გამოყოფილი იქნება საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც თქვენ შეძლებთ, თქვენი ორგანიზაცია უკეთ გააცნოთ სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაციები დაანონსდება წინასწარ.
მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

სარეგისტრაციო ფორმა

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის შემდეგი პროგრამების სტუდენტები:
•    საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
•    პოლიტიკის მეცნიერება
•    საერთაშორისო ურთიერთობები
•    ევროპისმცოდნეობა
•    კავკასიის კვლევები
•    საბჭოთა კვლევები
•    პოლიტიკის ანთროპოლოგია
•    სოციოლოგია
•    ფსიქოლოგია
•    სადაზღვევო საქმე
•    მათემატიკა
•    საქართველოსმცოდნეობა
•    ანგლისტიკა
•    გერმანისტიკა
•    ესპანისტიკა
•    საფრანგეთისმცოდნეობა
•    იტალიისმცოდნეობა
•    სლავისტიკა
•    ნიდერლანდისტიკა
•    აღმოსავლეთმცოდნეობა
•    ისტორია
•    ხელოვნებათმცოდნეობა
•    თეატრმცოდნეობა
•    კინომცოდნეობა
•    კულტურის მენეჯმენტი
•    ლიტერატურათმცოდნეობა
•    ქართული ფილოლოგია
•    ფილოსოფია
•    დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა
•    მუსიკა
•    თავისუფალი მეცნიერებები (Liberal Arts)
•    მულტიმედიური სცენოგრაფია
•    ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
•    ფსიქიკური ჯანმრთელობა
•    ბიოლოგია
•    ეკოლოგია
•    ბუნებათსარგებლობა
•    სატყეო მეცნიერება
•    ტყის რესურსების მდგრადი მართვა
•    მოლეკულური ბიომეცნიერებები
•    ბიოფარმაცია
•    ნეირომეცნიერებები
•    გამოყენებითი გენეტიკა
•    უცხო ენათა ფილოლოგია
•    გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა
•    გამოყენებითი ენათმეცნიერება
•    შუა საუკუნეების კვლევები
•    განათლების ადმინისტრირება
•    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი
•    მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა
•    სოციალური სამუშაო
•    ინფორმაციის მენეჯმენტი



ბანერები