ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტი

საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტი

საერთაშორისო სტუდენტთა დეპარტამენტის ამოცანაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მხარდაჭერა. კერძოდ, უნივერსიტეტის ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტუდენტთა კონტინგენტის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დეპარტამენტი კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას და მხარდაჭერას.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტუდენტთა დეპარტამენტი ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებსა და აქტივობებს:

  • საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა და ჩარიცხვის პროცესის კოორდინირება
  • საერთაშორისო სტუდენტების სასწავლო პროცესის მონიტორინგი
  • საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა
  • საერთაშორისო სტუდენტების კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება, კოორდინირება და მონიტორინგი
  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ბოიკო

საერთაშორისო სტუდენტების დეპარტამენტის დებულება

საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E208
☏ (995 322) 220009 – 385

international@iliauni.edu.ge

ბანერები