ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მობილობისთვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პესონალისთვის 2024/25 აკადემიური წლის განმავლობაში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების მიზნით.

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია - 160 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისათვის - 820 EUR

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

შემოთავაზებული მობილობის ტიპები:

კომბინირებული მობილობა სწავლებისა და ტრენინგის მიზნით: მობილობის პერიოდი გულისხმობს 8 საათის დატვირთვას, რომლიდანაც მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლების აქტივობები უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 საათს.

მობილობა ტრენინგის მიზნით: მობილობის პერიოდში კანდიდატს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტრენინგის ტიპის აქტივობებში მასპინძელ უნივერსიტეტში, რომელთა საერთო დატვირთვაც უნდა შეადგენდეს 8 საათს.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი;
  • კანდიდატს განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ შემდეგ მიმართულებებზე: https://uvamobplus2.uva.es/publico/courses

განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ვალიადოლიდის უნივერსიტეტის UVAMOBPLUS  პლატფორმაზე: https://uvamobplus2.uva.es/publico/apply

კანდიდატმა ელექტრონული განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV/რეზიუმე (სასურველია EUROPASS-ის ფორმატში)
  • სარეკომენდაციო წერილი (წერილი უნდა მოიცავდეს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას და მის ხელმოწერას);
  • მშობლიურ უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
  • ინგლისური ან/და ესპანური ენის მინ.B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა;
  • მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერილი მშობლიური ფაკულტეტის დეკანისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ;¹
  • კანდიდატის მიერ ხელმოწერილი გრანტთან დაკავშირებული საგადასახადო და ეროვნული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების შესახებ დეკლარაცია²;
  • ასეთის არსებობს შემთხვევაში: ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის პრობლემის ან სპეციალური საჭიროების დამადასტურებელი ცნობა.

კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე. თუკი საბუთი გაცემულია მხოლოდ ქართულ ენაზე, საჭიროა მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება;

განაცხადის დასასრულებლად, ველების სრულყოფილად შევსებისა და საჭირო დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, UVAMOBPLUS პლატფორმიდან შესაძლებელი იქნება სრული აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელსაც აპლიკანტმა უნდა მოაწეროს ხელი და ხელმოწერილი ვერსია ატვირთოს სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21 ივნისი (23:59 საათი, ესპანეთის დროით), 2024 წელი.

გთხოვთ, განაცხადის წარდგენამდე ყურადღებით გაეცნოთ სრულ ინფორმაციას ბმულზე:  

______________________________________________________________________________

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, E120 ოთახი
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

______________________________________________________________________________

¹ შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია UVAMOBPLUS პლატფორმიდან შესაბამისი გრაფების შევსების შემდგომ; საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის მისაღებად გთხოვთ, მოგვმართოთ მოთხოვნით მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის მომზადებისთვის საჭიროა 1-2 სამუშაო დღე.
²დეკლარაციის შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია UVAMOBPLUS პლატფორმიდან.

ბანერები