ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტი

კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტში

გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტში (პორტუგალია) მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
მობილობის პერიოდი: 2026 წლის 28 თებერვლამდე
სამუშაო ენა: ინგლისური ან/და პორტუგალიური

სტიპენდიის რაოდენობა:

  • ყოველდღიური სტიპენდია - 170 EUR
  • სამგზავრო ხარჯებისთვის - 1 188 EUR

კონკურსი ცხადდება მხოლოდ შემდეგი მიმართულებებით: https://www.up.pt/icmunl2024/courses

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე.
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით.
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა.
  • ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში. კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე.

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ფოტო სურათი (სურვილის შემთხვევაში ვიდეოც);
  • ვალიდური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დადასტურებული მხარდაჭერის წერილი (შაბლონის ჩამოტვირთვა);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელშიც აღწერილი იქნება კანდიდატის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (სავალდებულოა, რომ დოკუმენტი იყოს დათარიღებული, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული);
  • შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი (მინიმალური მოთხოვნა B2 დონე);*
  • ეკონომიკური, სოციალური ან/და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა. ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://www.up.pt/icmunl2024/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი, 2024 წელი (23:59 CET).

  • გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პროგრამის აღწერას.
  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე.
  • პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე.

======================

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მისამართი:
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, E კორპუსი, E120 ოთახი
ელ-ფოსტა:
erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)


* აკადემიური პერსონალისთვის - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად უცხოენოვანი აკადემიური პროგრამის დასრულების საფუძველზე მოპოვებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, უცხო ენის სწავლების ადგილობრივი ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

* ადმინისტრაციული პერსონალისთვის - საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულად უცხოენოვანი აკადემიური პროგრამის დასრულების საფუძველზე მოპოვებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, უცხო ენის სწავლების ადგილობრივი ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

ბანერები