მიმდინარე კონკურსები აკადემიური პერსონალისთვის
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2022
გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მობილობისთვის ქვემოთ მითითებულ პარტნიორ უნივერსიტეტებში:
- Free University of Berlin, Germany
- Humboldt University of Berlin, Germany
- University College Copenhagen (UCC), Denmark
- Vilnius College of Technologies and Design, Lithuania
- Vytautas Magnus University, Lithuania
- Vilnius University of Applied Sciences, Lithuania
- Tallin University, Estonia
- University of Tartu, Estonia
- Constantine the Philosopher University in Nitra, Slovakia
- University of Silesia in Katowice, Poland
- University of Paris Val-de-Marne, France
- University of Malaga, Spain
- Eskişehir Osmangazi University, Turkey
- Adana Science and Technology University, Turkey
- University of Castilla-La Mancha, Spain
- Mykolas Romeris University, Lithuania
- Babes-Bolyai University, Romania
- Sofia University, Bulgaria
_____________________________________________________________________________________
- ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე;
- პერსონალის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე
_____________________________________________________________________________________
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- აკადემიური პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისა და მობილობის განხორციელებისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი;
- უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობის ან მოწვევის წერილი რელევანტური პროფესირისაგან ან/და ფაკულტეტის წარმომადგენლისგან, რომელიც გაუწევს უშუალო მასპინძლობას მობილობის პერიოდში. აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას (იხ. ზემოთ უნივერსიტეტების საინფორმაციო ბროშურები).
!!! აკადემიურ პერსონალს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტისათვის.
_____________________________________________________________________________________
მნიშვნელოვანია!
განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
მობილობის ვადები:
პერსონალის მობილობის პერიოდის შეთანხმება უნდა მოხდეს მასპინძელ პროფესორთან/ხელმძღვანელთან პარტნიორ უნივერსიტეტში.
_____________________________________________________________________________________
განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად: ონლაინ განაცხადის ფორმა
_____________________________________________________________________________________
ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა ატვირთოს ონლაინ განაცხადის ფორმაში:(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად)
√ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
√ EUROPASS CV (ინგლისურ ენაზე)
√ შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (მინ. მოთხოვნა B2 დონე)¹
√ ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
√ ცნობა სამუშაო ადგილიდან მუშაობის დაწყების თარიღის მითითებით (ინგლისურ ენაზე)
√ მშობლიური ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება (DOWNLOAD)
√ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისგან/ფაკულტეტისგან (საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა)²
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 10 MB. ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დასათაურებული ინგლისურად, ისე როგორც მითითებულია სააპლიკაციო ფორმაში.
_____________________________________________________________________________________
COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა პერსონალის მობილობაზე!
- მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
- ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გადაავადოს ნომინირებული კანდიდატების შერჩევის პროცესი;
- ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გააუქმოს (ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში) ან გადაავადოს დაგეგმილი მობილობის განხორციელება.
===============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელ-ფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)
¹საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, შესაბამისი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან, ან დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტს დამთავრებული აქვს შესაბამისი უცხოენოვანი პროგრამა, უცხოენოვან კონფერენციებში ან ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, უცხო ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია, და ა.შ.
²აღნიშნული მოთხოვნა არ შეეხება იმ აპლიკანტებს, რომელთა მიერ შერჩეული მასპინძელი უნივერსიტეტი კონკურსის პერიოდში არ ითხოვს თანხმობის წერილის მოპოვებას.