კონკურსი ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის, “PEERS” ფარგლებში მინიოს, ავეიროსა და ევორას უნივერსიტეტებისათვის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის PEERS გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/26 წლის აკადემიური განმავლობაში მობილობის განხორციელების მიზნით.
PEERS-ის ფარგლებში მობილობის განხორციელება შესაძლებელია პორტუგალიის სამ უნივერსიტეტში:
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე ( დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
აკადემიური მიმართულებების ჩამონათვალი იხილეთ აქ:
შემოთავაზებული მობილობის ტიპები:
მობილობა სწავლების მიზნით (Staff Mobility for Teaching): პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლება, ე.წ. Staff mobility for Teaching (STA), გულისხმობს, რომ აკადემიური პერსონალი ახორციელებს სწავლების აქტივობებს(მაგ. სემინარები, ლექციები, ტუტორინგი) მიმღებ უნივერსიტეტში კვირაში მინიმუმ 8 საათის დატვირთვით.
მობილობა ტრენინგის მიზნით (Staff Mobility for Training): კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, მოიპოვოს გრანტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მასპინძელ უნივერსიტეტში ე.წ. „job shadowing” ტიპის მობილობის განხორციელებისათვის. აღნიშნული გულისხმობს ისეთი კოლეგების გვერდით მუშაობას, რომლებსაც აქვთ რელევანტური სამუშაო ამოცანები.
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველდღიური სტიპენდია – 160 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის – 820 EUR
სამუშაო ენა: ინგლისური ან/და პორტუგალიური
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი.
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, PEERS ელექტრონულ სააპლიკაციო პლატფორმაზე;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში; კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე; დოკუმენტის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი და გვარი;
- პერსონალს განაცხადის შემოტანა შეუძლია PEERS-ის პროგრამაში ჩართული სამივე უნივერსიტეტისათვის;
- ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; შერჩევის პროცესში აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- CV/რეზიუმე (სასურველია EUROPASS-ის ფორმატში)
- შესაბამისი უცხო ენის, მინიმუმ, B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
- ცნობა სამუშაო ადგილიდან ფუნქცია-მოვალეობების მითითებით;
- მხარდაჭერის წერილი (გთხოვთ, მხარდაჭერის წერილის მისაღებად მოგვმართოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; დოკუმენტის მომზადებას ესაჭიროება 2 სამუშაო დღე);
- წინასწარი მოწვევის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტისგან;
- მშობლიური ფაკულტეტის დეკანისა და მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერილი წინასწარი სამუშაო გეგმა
- ასეთის არსებობს შემთხვევაში, ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა.
ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ მინიოს უნივერსიტეტის პლატფორმაზე:
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 7 მაისი, 2025 წელი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
===============================
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009-367 (ext)